რეზონანსი
06.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში კიდევ ერთი, ახალი ფიგურანტი, მიშო იაკობიძე ჩნდება. მას ამავე საქმეში ახლადგამოჩენილი ბაჩანა ლობჟანიძე ასახელებს, რომელიც თავის თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულად მოიხსენიებს. 

ბაჩანა ლობჟანიძე ამტკიცებს, რომ იაკობიძე გარდაცვლილ პროგრამისტს კარგად იცნობდა და მასთან ხშირი მიმოწერაც ჰქონდა.  ლობჟანიძე ასევე ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების შემდეგ იაკობიძე მის ძებნაში დამოუკიდებლად იყო ჩართული.

ის დღეს საგამოძიებო უწყებაში კიდევ ერთხელ იყო მისული. როგორც თავად განმარტავდა, გამოძიებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სურდა, თუმცა უწყებაში არ შეუშვეს. ლობჟანიძე მოითხოვს, რომ საგამოძიებო უწყება მიშო იაკობიძით დაინტერესდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×