რეზონანსი
06.08.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ COVID-19-მა გამოავლინა, თუ როგორ წარმოადგენს დეზინფორმაცია უსაფრთხოების ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს.

„დეზინფორმაცია ვირუსზე უფრო სწრაფად შეიძლება გავრცელდეს. ამ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობს. ჩვენ ყველა მსხვილ ტექნიკურ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, რათა მითებსა და ჭორებს საიმედო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული რჩევებით ვუპასუხოთ. გასულ თვეში, ჯანმომ ექსპერტები შეკრიბა და პირველი კონფერენცია ჩავატარეთ იმის თაობაზე, თუ როგორ სჯობს COVID-19-ის ინფოდემიასთან უკეთ გამკლავება“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×