რეზონანსი
06.08.2020

შსს-ზე თქვენ ახორციელებთ ზედამხედველობას და რას ემსახურება, როცა ის ასეთ განცხადებებს აქვეყნებს? – ასე მიმართავს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი “tv pirveli”-ს ეთერის საშუალებით საქართველოს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, რომელსაც ის და ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები დღეს შეხვდნენ მას.

“შოთაძის პოზიცია იყო ძალიან მარტივი, რომ ძალიან მიუღებელი იყო და არ იყო მოსაწონი ამ ფორმით ამ ყველაფრის საჯაროდ გაკეთება და განცხადება. მე მოვუწოდე, რომ მოენახათ ფორმა და ეს განცხადება საერთოდ ამოეღოთ, თუმცა შეუძლებელი კი იყო თავიანთი გვერდიდან განცხადების ამოღება, მაგრამ მე მაინც მოვუწოდე, რომ აღარ გავრცელებულიყო ამდაგვარი ფორმით რაღაცნაირი განცხადების გაკეთება. იმედი გამოვთქვი, რომ ეს აღარ მოხდებოდა, რადგან ეს ძალიან ცუდი იქნებოდა და გამოძიების უნდობლობის ხარისხი უფრო მეტი იქნებოდა. ამის მიუხედავად, ჩემთვის აღშფოთება იყო – როდესაც გამოვდივარ შეხვედრიდან და ჩნდება ახალი განცხადება, რომ აღმოჩენილია თანხა, წერილი ჩანს და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი ორიმაგი თამაშია.

ახლა კიდევ ერთხელ მივმართავ ირაკლი შოთაძეს და ვეკითხები, ეს რაღას ნიშნავს ბატონო ირაკლი? ვსაუბრობთ, კითხევებზე პასუხებს ველით და შსს, რომელზეც თქვენ ზედამხედველობას ახორციელებთ, ასეთ განცხადებებს რომ აქვეყნებს, ეს რას ემსახურება”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×