რეზონანსი
06.08.2020

ჩვეულებრივი რიგითი პროგრამისტის ხელფასი ჰქონდა თამუნას, დაახლოებით 4 500 ლარამდე, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი დამსაქმებელი კომპანია ZAG-ის დირექტორმა, თამარ კობერიძემ "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა. 

კობერიძემ გაიხსენა, რომ ბუნდოვან ვითარებაში დაღუპულმა 23 წლის პროგრამისტმა მათ კომპანიაში მუშაობა 2017 წლის აგვისტოში, ექვსთვიანი სტაჟირებით დაიწყო, რის შემდეგაც ის უკვე კომპანიის რიგითი თანამშრომელი გახდა.

მისივე თქმით, ბაჩალიაშვილი კომანია ZAG-ში მუშაობის განმავლობაში, საფრაგნეთში სასწავლებლად ორჯერ წავიდა. ამ დროს ის კომპანიისთვის დისტანციურად მუშაობდა. "ჩვენ ხელფასს ვუხდიდით და იქიდან რასაც ვავალებდით აკეთებდა. მაგრამ იმის თავისუფლებასაც ვაძლევდით რომ ესწავლა".

თამარ კობერიძის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილმა სამსახურიდან წასვლა 2020 წლის ივლისში გადაწყვიტა. მისი ვარაუდით, ეს გადაწყვეტილება ქალმა სწავლის გაგრძელების სურვილის გამო მიიღო. 

მისივე თქმით, კომპანიის თანამშრომლებს კორონაპანდემიის დაწყების შემდეგ ერთმანეთი აღარ უნახავთ. განმარტავს, რომ ბაჩალიაშვილს პირადად 16 მარტის შემდეგ არ შეხვედრიან, რადგან კომპანია დისტანციურ მუშაობაზე იყო გადასული.

კომპანიის ტექნიკური მენეჯერი ნიკა გეჯაძეც ამბობს, რომ: "თამუნა ერთ-ერთი იყო, ვისშიც დავინახეთ დიდი პოტენციალი და გვინდოდა, შანსი მიგვეცა, რომ ესწავლა". ნიკა გვარამიას შეკითხვაზე, გამოიყენა თუ არა ეს შანსი ბაჩალიაშვილმა, გეჯაძე ამბობს, რომ: "კი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×