რეზონანსი
07.08.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების არჩევანი არის მშვიდობიანი, რაციონალური და თანამიმდევრული პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს საბოლოო მიზნამდე, რასაც სრული დეოკუპაცია და ხელოვნურად გახლეჩილი საზოგადოებების გაერთიანება წარმოადგენს:

"12 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეები გამოვიარეთ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ტერიტორიები. ეს იყო ტრაგედიით სავსე დღეები, რომელმაც დაგვიტოვა უდიდესი ტკივილი და მძიმე შედეგები.

ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას.

ჩვენ ამ გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე ვდგავართ და ამ პროცესში ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, რადგან კარგად ვიცით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და რომ სწორედ მშვიდობა, ერთობლივი შრომა და ეკონომიკური წინსვლა, განვითარებაა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების წინაპირობა.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების არჩევანი არის მშვიდობიანი, რაციონალური და თანამიმდევრული პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე - სრულ დეოკუპაციამდე და ხელოვნურად გახლეჩილი საზოგადოებების ერთიან, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებამდე,"- წერს გიორგი გახარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
სიმართლე   (07.08.2020)
გამოდის ჩვენ შევცდით,და იმიტომ დაგვესხა პუტინი არა??რაც ომით წაგვართვა პუტინმა ერთი იმდენი ტერიტორია გამოწევა-გადმოწევებით უკვე ჩააბარეთ და ეგაა თქვენი პრაგმატული პოლიტიკა არა?იმის მაგივრად რომ მოძალადე პუტინს სიტყვიერად მაინ შეუტიო,ჩვენს დანაშაულზე ბოდავ არა პუტინის ლაქიავ,კარგია რომ ამერიკელებიც მიყვდნენ ვის თამაშს თამაშობთ,ჩაალაგეთ ჩემოდანები და გაემზადეთ ზოგი გასაქცევად ზოგი ციხისთვის!!!

ИНЦИТАТУС   (07.08.2020)
Нета титон ту хвдеба ра цамороша.

ჭორლეონე   (07.08.2020)
„აღარ გავიმეორებთ შეცდომებს“ ესეიგი რუსეთს ვეუბნებით რომ ჩვენი შეცდომით დაიწყო ომი. შენი პეტუხი დედას შევთხარე, შე ნაგავო. შენი და შენი პატრონის ბუნებრივი პოზა ტრაკის მიშვერა. პუტინმა თუ დაგავალათ, დედებს და ცოლებს გაუგზავნით კრემლში. თქვენი მანქურთი დედას შევთხარე, თქვე მონებო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×