რეზონანსი
07.08.2020

ლევან თოფაძემ სამკურნალო დაწესებულება დატოვა და ბინაზე გაეწერა. ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა ფასდებოდა როგორც სტაბილურად მძიმე, თუმცა მისი მკურნალი ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის კლინიკური მაჩვენებლები დასტაბილურდა და დღეს მან საავადმყოფო დატოვა.

ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. მისი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის კი ყოფილი პრემიერმინისტრის შვილი, ბუთა ჟვანია დააკავეს, რომელსაც წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×