რეზონანსი
07.08.2020

კომპანია „ზეგ“-ის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, სამართალდამცველები ამავე კომპანიის თანამშრომლის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს.

ადვოკატის თქმით, მოსამართლის განჩინებაში, რომლის საფუძველზეც ჩხრეკა ტარდება, არ არის დაკონკრეტებული, რას ეძებენ სამართალდამცველები.

„მოსამართლის პირველი აგვისტოს განჩინების საფუძველზე, მეხუთე ბინას ჩხრეკენ, თუმცა იმ განჩინებიდან ვერ გავიგეთ, რას ეძებდნენ. არ წერია არაფერი, მხოლოდ – „საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები“. როდესაც გამომძებელს ვუთხარით, რომ კანონის თანახმად, უნდა განმარტონ, რას ეძებენ, გვიპასუხეს, რომ საქმისთვის მნიშვნელოვან საგნებს. არ ვიცი. უბრალოდ ჩრეკა ჩხრეკისთვის ტარდება იმიტომ, რომ გვაჩვენონ,  თითქოს მუშაობენ, თუ მართლა რამეს ეძებენ, ვერ გავიგეთ“, – განაცხადა ჭაბაშილმა.

მისივე თქმით, მაშინ როცა მოსამართლის განჩინება პირველი აგვისტოთი თარიღდება, გაუგებარია, რატომ მიდის გამოძიება ჩხრეკის ჩასატარებლად 6 დღის შემდეგ.

„ჩხრეკის ჩასატარებლად 7-ში მოდიხარ ასეთ აქტუალურ თემაზე, აბსურდია. ერთი პირობა ბაჩანა ლობჟანიძეს დავუკავშირე, გამოძიებას ეგ ხელმძღვანელობს, რასაც იტყვის, მერე იმის მიხედვით, მეორე დღეს რაღაც გარკვეული ქმედებებია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქმეს ზედამხედველი პროკურორი არ ჰყავს?!“ , – განაცხადა ადვოკატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×