რეზონანსი
07.08.2020

„ზეგ“-ის ადვოკატი ქეთი მირიანაშვილი ორი დღის წინ კატეგორიულად უარყოფდა, რომ კომპანია რაიმე სახით კავშირი ჰქონდათ პორნო საიტებთან.

„არანაირ პორნო ინდუსტრიასთან კავშირში ეს არ არის, უბრალოდ ეს განცხადებები ემსგავსება დისკრიმინაციას, სპეციალურად კომპანიის მიმართ და უფრო მეტიც თამარ ბაჩალიაშვილის მიმართაც“, – ამბობდა ადვოკატი ქეთი მირიანაშვილი ორი დღის წინ.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „ზეგი“ პროგრამულად უზრუნველყოფდა პორნო საიტებს, ადვოკატი ამტკიცებს, რომ ეს არ ნიშნავს პორნო ინდუსტრიასთან კავშირს.

როგორც კომპანიის ადვოკატი, „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, თანამშრომლებმა წინასწარ იციან, რომელი კომპანიისთვის მუშაობენ და რას ემსახურება მათი საქმიანობა, მათ შორის ამის შესახებ გარდაცვლილმა თამარ ბაჩალიაშვილმაც იცოდა.„იმასა რასაც კომპანია „ზეგ“ აკეთებს, ანუ წერენ პროგრამას და ტექნიკურ საკითხებს აგვარებენ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს პორნო ინდუსტრიასთან. ქონთენთი არის უკანა მხარე, შემხებლობა, პროგრამული მომსახურების უზრუნველყოფა, რომლის შემდეგაც ეს პროდუქტი ეკუთვნის დამკვეთს.

ის დამკვეთი რაში გამოიყენებს, უბრალოდ ჩვენ ვიცით, რომ ეს დამკვეთი იყენებს ამ საიტისთვის, მაგრამ რაში გამოიყენებს მისი საკუთრებაა, შესაბამისად შესაძლებელია, ჩვენი დამზადებული პროგრამა გამოყენებული იყოს მესაკუთრის მიერ, საერთოდ სხვა პროფილისთვის.

კონკრეტული პროგრამის დაწერის შემდეგ ის გადადის დამკვეთის საკუთრებაში. დამკვეთი რას გამოიყენებს და როგორ ეს კომპანია „ზეგს“ და მის თანამშრომლებს არ ეხება“,.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
დაჩი   (08.08.2020)
პროგრამულად უზრუნველყოფა ნიშნავს რომ კონტენტს იცნობ, ისე ეს შეუძლებელია. ამას აპროტესტებდა ალბათ თამარი ...

1234   (07.08.2020)
ამ ვექილმა არ იცის რომ ე.წ. "კონტენტი" ქართულად შემცველობა/მასალა პროგრამულადაც იქმნება, არა მარტო ნატურაში გადაღებით. ანიმაცია და "ხელოვნური ინტელექტის" მეთოდებით სურათების ვიდეოს შექმნა გაუგია?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×