რეზონანსი
07.08.2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, დღეს ე.წ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ე.წ. ბორდერიზაციას ადგილი არ ჰქონია.

"მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ე.წ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ე.წ. ბორდერიზაციას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, პერიოდულად ადგილი აქვს საოკუპაციო რეჟიმის სხვადასხვა ტიპის უკანონო აქტივობებს, მათ შორის უკანონო გადაადგილებას," - აღნიშნავენ სუსში.

ოკუპანტები ე.წ. საზღვართან დღეს ისევ გამოჩნდნენ. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან მე-12 წლისთავზე რუსი სამხედროები სოფელ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან დილიდან გადაადგილდებოდნენ.

საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები ადგილზე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად შეინიშნებოდნენ. ოკუპანტები იმ აქციის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ, რომელიც რუსეთის აგრესიის გასაპროტესტებლად გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×