რეზონანსი
07.08.2020

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ ბაჯელიძე სოციალურ ქსელში 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც სამოქალაქო აქტივისტი წერს, თავი შესაძლოა ნებისმიერმა ადამიანმა მოიკლას, ასევე წერს იმის შესახებაც, თუ რატომ გადაწყვიტა თეთრწყაროში თავის მოკვლა.

„სამწუხაროდ, ადამიანები იკლავენ თავებს და ის, რომ მსგავსი ქმედება დაუჯერებელია ახლობლებისთვის - ახალი ამბავი არ არის.

„რა სჭირდა თავის მოსაკლავი“ - არავინ იცის, რა აზრები იხარშება ადამიანის გონებაში და შეიძლება რაღაც, რაც სხვისთვის არაფერს ნიშნავდეს, ადამიანისთვის იმხელა ტრაგედია იყოს, რომ თავის მოკვლის გარდა გამოსავალს ვერ ხედავდეს.

„თუ თავის მოკვლა უნდოდა, თეთრწყაროში რა უნდოდა“ - განმარტოება, ალბათ და დარწმუნება იმაში, რომ ვერავინ მიაგნებდა იმ დროის განმავლობაში, რა დროც საჭირო იქნებოდა სიკვდილის დადგომამდე.

თავს ჭკვიანი ადამიანებიც იკლავენ და სულელებიც, პატიოსნებიც და არაპატიოსნებიც, წმინდანებიც და ავაზაკებიც. თვითმკვლელობის არც რომანტიზება შეიძლება და ამის გამო არც ადამიანის პიროვნების თრევა.

ფაქტია, რომ პროკურატურის მიმართ ნულოვანი ნდობა გვაქვს, ამიტომაც გახდა ეს ამბავი ამხელა განსჯის საგანი და პოლიტიკური გემოვნებები არაფერ შუაშია, როცა შენ მიმართ ნდობა ამ დონეზე არ არსებობს და როცა, შესაძლო მორიგი თვითმკვლელობის დასადასტურებლად შენივე ქვეყანას სხვა ქვეყნის სპეციალისტების ჩართვას თხოვენ - ეგ უკვე დიაგნოზია“- წერს მარიამ ბაჯელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
...   (08.08.2020)
მარიამ გეთანხმებით, თუ კარგად დაუკვირდებით მისი უახლოესი დაქალის ინტერვიუს, კარგად მიხვდებით რომ გოგონამ თავი მოიკლა, თუმცა დედა ცდილობს რომ არ ათქმევინოს,მაგრამ მაინც კარგად მისახვედრია. ძალიან მენანება თამარი იმისთვის რომ საკუთარმა ოჯახმა ასე საქვეყნოთ სათრევად გახადა შვილი და ხალხს ჩაუგდო საჭორაოდ და საქილიკოდ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×