რეზონანსი
08.08.2020

ექსპერტიზის ბიუროში ბურუსით მოცულ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა 8 აგვისტოს, 11:00 საათზე დაიწყო.  მანამდე კი, 29 ივლისს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნის პროცედურა მიმდინარეობდა. მას ოჯახის ადვოკაციც დაესწრო. როგორც მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერი დალუქული არ დახვდა. 

"იყო საუბარი, რომ კომპიუტერი უნდა ყოფილიყო დალუქული, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პერსონალური კომპიუტერი წაიღეს 19 ივლისს, როდესაც უკვე განცხადებით მიმართეს პოლიციას და აქ შემოტანილი იყო 22-ში,  ეს უკვე გახსნილი იყო. მე ჩავერთე 22-ში - ჩემი ორდერი ჰქონდათ პოლიციაში და მე მათ ვუთხარი, რომ აღნიშნული კომპიუტერის გახსნა არ მოეხდინათ, გახსნა მომხდარიყო ჩემი თანდასწრებით და მერე მომხდარიყო ყველა იმ პროცედურის ჩატარება, რომ დარმწუნებული ვყოფილიყავი, რომ რამე კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო. დღესაც ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, მაინც, ხომ არ მოხდა წინასწარ შესვლა ან ამდაგვარი ქმედება. ბოლომდე რომ დავრწმუნდები, მერე უფრო მშვიდად ვიტყვი ამაზე, - ამბობდა მაშინ მიხეილ რამიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×