რეზონანსი
08.08.2020

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ის იყო ერთადერთი, ვინც "იმედის" თანამშრომლებს მოუბოდიშა. დარბევის გადაწყეტილება მას არ ეკუთვნოდა და ტელევიზიით გაიგო.

"ერთადერთი ნინო ბურჯანაძე იყო, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო 7 ნოემბრის დარბევის, მით უმეტეს "იმედის" იმ ფორმით დარბევის და საერთოდ არც ვიცოდი, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა. ერთადერთი მე ვიყავი, რომელიც "იმედის" ჟურნალისტები პარლამენტში მოვიწვიე და მთელი შემადგენლობა. ძალიან მძიმე სიტყვები მოვისმინე, რომელიც მე არ მეკუთვნოდა, ეკუთვნოდა სხვას. მე არაფერ შუაში არ ვიყავი "იმედის" დარბევასთან. არც ვიცოდი საერთოდ, ტელევიზორით გავიგე. გადაწყვეტილება არ იყო ჩემთან შეთანხმებული. მე პასუხისმგებლობას ვიღებ ყველაფერზე. თუმცა არასოდეს არავინ არ მეკითხება, იმ გუნდმა რამე კარგი გააკეთა?! იმიტომ წამოვედი 2008 წელს, ფასმა კარგისა და ცუდის გადაწონა, დაიწყო გადაწონა ცუდის მხარეს.

ჯარისთვის მიუღებელი იყო, რაც მოხდა 7 ნოემბერს და ამავდროულად, მე მივიღე ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ბრძანებით რეგიონებიდან ყვითელი ავტობუსებით ჩამოიყვანეს აქტივისტები, რომელიც უნდა დაეპირისპირებინათ მომიტინგეებისთვის. ეს გამოიწვევდა სამოქალაქო ომს. მოდი ამოვიღოთ ეს კადრი.

როცა გუნდში ხარ კრიტიკულ სიტუაციაში გუნდში ზურგში დანის ჩარტყმა, რაც არ უნდა ამის დიდი სურვილი გქონდეს, დანის ჩარტყმა არ მინდოდა, მაგრამ თავში რომ ჩამერტყა ნამდვილად მქონდა სურვილი. ვაფრთხილებდი მე მათ, რა მოხდებოდა 7 ნოემბერს და არავითარი აუცილებლობა იმ მიტინგის დარბევის არ არსებობდა," - განაცხადა "რუსთავი 2-ის" ეთერში ბურჯანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ნინო   (09.08.2020)
თავი დაგვანებე!! ქვეყნის წიაღისეული შენია.განცხრომით გიცხოვრია და ცხოვრობ...შეირგე !! გაგვეშვი!!

1234   (08.08.2020)
12 მილიონიან წყნეთის აგარაკზე და მამაშენისთვის 20 მილიონი სახელმწიფო ვალის ჩამოწერაზეც უარი ხომ არ გითქვამს?

komentari   (08.08.2020)
Usvindiso,mogalate,matkuara,fulisatvis gamxecebulo,tanamdebobit movashre qalbatono,MISAHAS mardjvena xeli,dgesac!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×