რეზონანსი
08.08.2020

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს, თამუნა ბაჩალიაშვილის ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაცია წაშლილი იყოს.

ამასთან, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს კონტროლზე აიყვანს და ოჯახს დაეხმარება.

„ბატონმა ირაკლი შოთაძემ იმედი მოგვცა, თქვა, რომ ამ საქმეს კონტროლზე აიყვანს და მიხედავს. მაქვს მაგ კაცის იმედი, ყველაფერზე გაგვცა პასუხი. სიტყვა მოგვცა, რომ საქმის ძიებას გააკონტროლებს", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
sos!   (08.08.2020)
შესაძლოა თვითონ ბავშვმა წაშალა ყველაფერი რაც კი მას შეეხებოდა. შესაძლოა მას აშანტაჟებდნენ და ვერ გაუძლო წნეხს...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×