რეზონანსი
08.08.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.

მისივე თქმით, საჰაერო სივრცის გახსნა მომატებული რისკია, თუმცა უცხოეთიდან დაბრუნებულ მგზავრებს კონტროლი ეწევათ.

„საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. ყოველდღიურად ერთეული შემთხვევები გვაქვს და ძირითადად დაკავშირებულია შემოსულ მგზავრებთან, ან არის ისევ და ისევ სატვირთო ავტომობილის მძღოლები. ასევე მოგეხსენებათ გარკვეულად გააქტიურებულია საჰაერო ტრანსპირტით მოძრაობა, რამდნეიმე რეგულარული რეისია დანიშნული, ასევე ქართველები ბრუნდებიან და აქტიურად მუშაობს კარანტინის და თვითიზოლაციის მექანიზმი. საჰაერო სივრცის გახსნა მომატებული რისკია, მაგრამ ვცდილობთ, ეს დავაბალანსოთ. მოგეხსენებათ, საჰაერო მიმოსვლა ძირითადად გახსნილია ე.წ მწვანე ქვეყნებისთვის, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლირებადია. ამავე დროს შემოსვლისას მგზავრებს პსრ ტესტირებას სთავაზობენ. ხოლო ვინც არ ექვემდებარება იმ კანონმდებლობას, რაც დღეს არის ქვეყანაში, ისინი გადადიან კარანტინში ან თვითიზოლაციაში", განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კოორნავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე შემოტანილია. მათგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×