რეზონანსი
08.08.2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

აბაშიძის თქმით, ოკუპაცია უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მნიშვნელოვნად აფერხებს შერიგების პროცესს.

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ომს უამრავი ადამიანური მსხვერპლი და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპაცია, ეკონომიკური ზარალი და დევნილების ახალი მრავალრიცხოვანი ტალღა მოჰყვა. ოკუპაცია უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მნიშვნელოვნად აფერხებს შერიგების პროცესს. საოკუპაციო რეჟიმი დღემდე აგრძელებს მილიტარისტულ პილიტიკას ოკუპირებულ ტერიტორებზე მცხოვრები საზოგადოების მიმართ, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის აფხაზი ეთნოსის, კულტურისა და ენის არსებობას.

ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად ყველა ღონეს ვიხმართ ჩვენი სამშობლოს დეოკუპაციის, კონფლიქტის მშვიდობიანი სრულმასშტაბიანი მოგვარებისა და დევნილების ღირსეული დაბრუნებისთვის", - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (09.08.2020)
Ме вар афхазетидан, мерамденед вцер амас ром ар арсебобс аранаири варианти чвени халхис ик мшвидобиани дабрунебис. Квела винц магас амбобс арис гатахсиребули адамиани, Абашидзис чатвлит. Картвелебис сахлебши укве титкмис 30 целиа(год) цховробен афхазеби да вигац гадамтиелеби, цамовида ахали таоба ромелсац верафрит вер гаагебинеб ром шен рагац уфлебеби гааквс афхазетши. Ес квелафери ициан гатахсиребулма Абашидзем, Закареишвилма да мтавробис мтелма шемадгенлобам маграм маинц тликинебен ам сисулелеебс. Самагиерод аквт цхимиани джамагиреби да тквлефен халхис фулебс. Дзалисмиери гзит чвен ик вер давбрундебит(цертили да танац цхимиани)Арис ерти гамосавали: Унда амовглиджот Абашидзеебс, Закареишвилебс да мат мсгавсебс енеби, ес имитом ром схвебма чкуа исцавлон.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×