რეზონანსი
09.08.2020

ბიზნესმენი რაია ჯანხოთელი სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას აქვეყნებს:

“არ ვიცი და არც არასოდეს განვიკითხავ სხვის ოჯახებს… ოჯახში, სხვა, გარეშე პირის მიერ ცხვირის ჩაყოფა არის დაუშვებელი პირველ რიგში, ზნეობრივად და მორალურად და შემდეგ ფურცელზე დატანილი კანონით…

არ განვიხილავ თამარ ბაჩალეიშვილის სიცოცხლეში, მის ოჯახს და ზოგადად ამ იჯახში მის მიერ განვლილ პერიოდს, არც მისი ცხოვრების წესს…

არავის საქმე არაა სხვისი პირადი ცხოვრება!!!

მაგრამ და მაგრამ!!!

რატომ, რისთვის გაიმეტეთ სიკვდილის შემდეგ საკუთარი შვილი, საკუთარი სისხლი და ხორცი საკუთარმა ოჯახმა, რატომ “მიუგდეთ” საჯიჯგნად ხროვას, ბრბოს, რომელთაც არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ სხვისი უბედურებით გამოკვებონ საკუთარი უკუღმართად მომართული ტვინები. რატომ გაიმეტეთ, რას ერჩოდით, რატომ მიუქსიეთ პოლიტიკურად ანგაჟირებული მეძავები, ვისთვისაც სულერთია ყველაფერი, ვისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მათი თრევის ობიექტი, ვისაც არც მკდარი სტკივათ და არც ცოცხალი ანაღვლებთ. ეს არის ჯოგი, რომელიც ერთნაირად აბინძურებს ყველაფერს. 

რატომ დაუშვით ოჯახმა, მით უფრო, როდესაც თქვენნაირად არავინ იცნობდა საკუთარ შვილს. რაც დიდად დაგეხმარებოდათ საგამოძიებო ორგანოებთსნ თანამშრომლობით, ერთად, ერთიანი ძალსხმევით მიგეღწიათ და დაგედგინათ შვილის ტრაგედიის და უბედურების მიზეზი. რატომ აძლევთ საკუთარ ადვოკატს, (მას ვისაც ნდობა გამოუცხადეთ, მას ვისაც თქვენც რომ არ უთხრათ, უნდა იცოდეს, რომ საჭიროა ენას კბილი დააჭიროს) უფლებას, საჯაროდ არ იჭორაოს ყველა დეტალზე. რატომ აიძულეთ მეგობარი დეა, ინტერვიუ ჩაეწერა ჟურნალისტთან, მიუხედავად მისი თხოვნისა და მუდარისა, წახვედით მისი ნების საწინააღმდეგოდ….

გარდაცვალების შენდეგ თქვენ გაიმეტეთ საკუთარი შვილი და მიეცით უფლება ამ სულძაღლებს, ამ ბოროტ ნახირს, შეეღწიაძ მის სულში და გულში, ექექათ მისთვის ყველაზე პირადული და ხელშეუხებელი.

თქვენ თქვენი შვილი გაიმეტეთ და მათგან სხვა რამეს ელოდით ნეტა? (მგონია, რომ არც ელოდით…)

არ მისცეთ უფლება არავის, იპოზიორონ ტელეეკრანებთან და საკუთარი ხიბლის სენით დაავადებულებმა თქვენი უბედურებით ისარგებლონ და დაიკმაყოფილონ საკუთარი ბინძური ამბიციები.

გააკეთეთ საჯარო განცხადება, რომ წყვეტთ ყველა სახის კომუნიკაციას მედია ჯალათებთან. დაუწესეთ და დაულაგეთ თქმისა და არ თქმის თემები. დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და არ დაუშვათ მთელი ცხოვრება თქვენი დიდი სატანჯველი ისე დაამძიმოთ, მისი ტარება ვერ შეძლოთ .

გისამძიმრებთ და ბოდიშს გიხდით რომ ვთქვი….

პ.ს. საიდან არ მოუარეს, როგორ არ ეცადნენ, რა არ აკადრეს შაქარაშვილის იჯახს, შვილმოკლული გამწარებული დედა შვილის მკვლელიბის ჩაფარცხვაში ვაჭრობაშიც კი დაადანაშაულეს, მაგრამ გაუძლეს… მით უფრო, გიორგი მოკლეს, აწამეს, სასტიკად გაიმეტეს….

თამარის სახელს, მისი შეუცნობელი და იდუმალებით მოცული ტრაგედიიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მეტი გაფრთხილება და დათმენა სჭირდებოდა ოჯახის მხრიდან და განსაკუთრებით ეს არის დედის პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება, გაფრთხილებოდა და სიკვდილის შემდეგ მაინც უფრო მეტად დაეცვა საკუთარი შვილი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (20)
ჩაწერა სახელი
მანანთ   (12.08.2020)
Არ ვეთანხმები ამ ქალბატონს, თავად არის ნახირის წარმომადგენელი

ჭორლეონე   (09.08.2020)
ისემც მოგიტყანთ რუსული მეოცნებე დედის მუტელი, როგორც მე ფულს ვიღებ

ჭორლეონეს   (09.08.2020)
შენ ჭორლეონე ხარ თუ ვიღაც ჩემი სირი, გინება გცოდნია, ყოჩაღ!ოღონდ არ იცი სად განოიყენო და როგორ. ამიტომ კლავიატურაზე კაკუნს მოეშვი და რამე სხვას დაეძალე, ყველაფერში ნუ აიღებ ფულს.

ნინო   (09.08.2020)
ზუსტად!საბრალო გოგო არ გაცადეს მთელი ქვეყნის საკიცხავი და სალანძღავი, ახლა ამ იდიოტი მშობლების გადამკიდე კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ თავი მოიკლა იმ საბრალომ, სამწუხაროა რომ მშობლებს ვერ ვირჩევთ. სტატიის ავტორი არის 100%-იანი

ინგა   (09.08.2020)
გეთანხმებით

ინგა   (09.08.2020)
გეთანხმებით

ნინო   (09.08.2020)
აბსოლუტურად ვეთანხმები მოსაზრებას. ერთ დღეში შსს დასკვნას როგორ დადებს. ეს ბინძურები კი ვითომ საქმის გამოძიებას ასწრებენ. სახლმწიფო სტრუქტურად არ ენდობი და ცოტა სასაცილოა გვარამიას ხროვას ენდო((( მართლა არავინ რომ ედარდებათ საკუთარი ვწრო პოლიტიკური ინტერესების გარდა.

ნა   (09.08.2020)
მერე შაქარაშვილის საქმე და მაგის საქმე სრულიად განსხვავებულია დიდი ბიზმესმენების ხელშია და რა ქნას უსუსურმა მშობელმა წყალწაღებული ხავს ეწიდებოდა მაგ საქმეს რომ არავინ გახსნის ტყუილა ლანძღავთ დაზარალებულს გიორგის საქმეში სულ სხვა სიტუაციებია და ქუცის ბიწები მათ არავინ დაინდობდა გამოიძიეს გამოიძიონ მაშნ ეს კარგად იციან პოლიტიკურია სანამ კვალი არ გააქრეს ექსპერთიზაც არ ცატარებოდა არ გამოაჩინეს რა ზღაპრებს ყვებით ტვითონ რომ არ გამოგიცდიათ~

Tamar   (09.08.2020)
Getanxmebit sruliad martali xart👍🙏

კახელი   (09.08.2020)
შაქარაშვილი ეს სხვა თემაა პატარძეულში გაზრდილი, საგარეჯოელი, კახელი უფრო მოზომილები უფრო გაწონაწორბულები თანაც ნაცხროვის პროვოკაციებს არ აჰყვნენ.მეორე მე მგონი მაგათი ადვოკატი ცოტა ალაოდ არის.როგორც ყველაფერი არ იჭმევა ისე ყველაფერი არ ითქმება .ღმერთმა ნათელში ამყოფოს ორივეს სულები.

მაია ფირცხალავა   (09.08.2020)
გეთანხმებითგეთანხმებითგეთანხმებით

ანი   (09.08.2020)
არ გაინტერესებთ რატომ იმატებს ყოველგვარი უბედურება არჩევნების მოახლოებისას?მე მაინტერესებს რატომ ემთხვევა.

Tiko tiko   (09.08.2020)
Unamusoa xalxi yvelapers kadrulobs magram Roca ojaxi yvelas da yvelapers daadumebs yvela shewyvets landzg a ginebas.yochag tqven tqvennairi simartle aravis utqvams

ნინო   (09.08.2020)
კარგია ყველაფერი ისე ხდებოდეს როგორც გვსურს მაგრამ არ გამოდის ამ უკუღმართ ცხოვრებაში.

SOS   (09.08.2020)
tqven ratom erevit gamwarebuli ojaxis saqmeshi? nu cdilobt kidev ufro gaamwarot ojaxi tqveni mowodebebita da zedmeti uazro kuradggebit!

maxare   (09.08.2020)
vinc gankicxos gaubedurebuli ojaxi sakutar tavze gamoacdevinos ufalma,mere mixvdebit mat gulebshi rac trialebs,kvela vdumvart da vart sxvis imedze.....dagvekca ijaxebi da dagverkvna shvilebi!!! vigacam bolosda bolos xom unda amoigos xma !!!

Eka,   (09.08.2020)
Acet droc,gmerto kvela kargad amkopoc, ibneva adamiani, gagijebc gayrkvevloba, da ver gavamtkynebt axloblebc,ar ganvikitxot, vinc dagrshat,ic Biji amkopoc gmertma bednieri.

მარინა   (09.08.2020)
კარგით რა დაანებეთ თავი მშობლებს რომ არ ქონდათ იმედი იმედი გამოძიების იმიტომ მოიქცნენ ასე.წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო ისე მოუვიდათ.ვიღაცის იმედი ხომუნდა ქონდეს ადამიანს.თამარს არაფერი გააციცხლებს.იქნებ სიმართლე გაარკვიონ ვინ მოუკლათ შვილი.არც გლოვა შველის რამეს თუ არ გლოვობენ ევროპაში ჩვენზე ნაკლებები არიან აი.

ანა   (09.08.2020)
გაიხარეთ, მართალი ბრძანდებით.როგორც აწყობთ ისე თირთხნიან ყველაფერს ჟურნალისტები და საცოდავ ოჯახსაც იყენებენ...

ჭორლეონე   (09.08.2020)
რეებს ბოდავ მოგიტყან გამზრდელი შენც და ამ 2 ლარიან ბოტ მეკომენტარეებს. ჩაგაჯვით თავებში


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×