რეზონანსი
09.08.2020

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტი ელისო კილაძე გამოკითხონ. გამოძიების ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ საქმეში არსებულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს.

„როდესაც ელისო კილაძე პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ვიღაც დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა თამუნასთან ან ვებვერდებთან დაკავშირებით, მოვუწოდებ გამოძიებას, გამოკითხოს ელისო კილაძე, იქნებ რა ინფორმაციას ფლობს ეს ადამიანი. ყველაფერი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ რამიშვილმა.

მისი დასკვნით, საქმეზე გამოკითხული ადამიანების ჩვენებებში უზუსტობებია, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

„გარკვეული ადამიანების ჩვენებს შორის ცდომილება და შეუსაბამობა არის. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს, როგორც გამოძიების მიმართ, ასევე გარკვეულ ფაქტებთან მიმართებითაც. ისევ და ისევ გამოძიება უნდა იყოს მონდომებული, რომ უფრო არ გაღრმავდეს უნდობლობა. პირველ რიგში, ეს ყველაფერი გამოძიების ინტერესებში უნდა შედიოდეს“, - აღნიშნა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილის კომპიუტერთან დაკავშირებით ექსპერტიზა დასრულებულია და ახლა საბოლოო დასკვნა უნდა გაკეთდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×