რეზონანსი
09.08.2020

სისხლიანი დაპირისპირებიდან და მკვლელობიდან ერთი დღის შემდეგ, ახალქალაქში დღეს სიმშვიდეა.

პირველი განცხადება გააკეთეს იმ პირებმა, რომელთა ქონებაც დარბევის დროს დაზიანდა. ახალქალაქში მოკლული ახალგაზრდის თანასოფლელები სავარაუდო მკვლელის ოჯახის წევრებისა და ახლობლების სახლებს დაესხნენ თავს. როგორც თავდასხმის შედეგად დაზარალებული აცხადებს, მას ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა, ამიტომ ოჯახის წევრები სახლიდან გაიყვანა. ახლა მათი მთავარი მოთხოვნა ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯაა.

"მანქანებით მოვიდნენ ბიჭები და გამაფრთხილეს, შენი სახლის დასაწვავად მოდიანო. ოჯახის გაყვანა მოვასწარი, მეც მეზობელთან გავედი და მალევე ყვირილით მოვარდნენ, ფანჯრები ჩაამტვრიეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 წელი ვაგროვებდი და აღარაფერი დარჩა,"- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

"ეს ამბავი ასე არ დამთავრდება, სამი წელია კონფლიქტი გრძელდება, სამას კაცამდე იყვნენ, უნდა დაისაჯოს ყველა. ჩემი შვილი შემთხვევით შეესწრო ამბავს, წაქცეული დაინახა, ის წამოაყენა, ამის გამო მოგვივარდნენ და დაგვარბიეს," - ამბობს კიდევ ერთმა დაზარალებულმა.

შეგახსენებთ, 8 აგვისტოს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს.

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

წყარო: კურიერი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×