რეზონანსი
10.08.2020

ბაჩანა ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილისა და ZAG-ის მენეჯერის, ნიკოლოზ გეჯაძის ურთიერთობასთან დაკავშირებით ამბობს რომ მისი ინფორმაციით, მათ მხოლოდ პროფესიული კავშირი ჰქონდათ, თუმცა თამარის მეგობრის, დეა კაპანაძის ინფორმაციით, თამარს გეჯაძე მოსწონდა.

ნიკა გვარამიას გადაცემაში საუბრისას ლობჟანიძე ამბობს, რომ თამარი ამ ურთიერთობაზე მასა და დეას, სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიდა:

"თამარის მხრიდან ვიცი რომ იყო მხოლოდ პროფესიული კავშირი, მაგრამ დეას მხრიდან ვიცი, რომ არ იყო ასე. დეა ამბობს, რომ თამარს მოწონდა ბატონი ნიკა გეჯაძე და ის წერილი, რაც გაჟღერდა მედიაში, არის ის, რომ ურთიერთობა მათ შორის აღიწერება იმ წერილში და მიწერა თავად თამარმა. არ ვიცი ეს დეამ მიწერა თუ თავად თამარმა...

თამარი ჩემთან იყო სხვა, დეასთან სხვა. მე მეუბნება სხვა რამეს, დეას სხვა რამეს. მე მეუბნებოდა რომ ეს არის მხოლოდ პროფესიული კავშირი და ეხმარებოდა განვითარებაში და დეას ეუბნება რომ თამარს მოსწონს გეჯაძე და .ა.შ." - ამბობს ლობჟანიძე

წერილი მომავლიდან - გადაცემა "მთავარი აქცენტებში" ნიკა გვარამიამ 6 აგვისტოს ის წერილი გაასაჯაროვა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელმა, კომპანია ZAG-ის ტექნიკურმა მენეჯერმა ნიკა გეჯაძემ ანონიმურად მიიღო. 

თამარ ბაჩალიაშვილთან ურთიერთობაზე თავად ნიკა გეჯაძეც ამბობს, რომ გარდაცვლილთან მხოლოდ სამსახურეობრივი კონტაქტი ჰქონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×