რეზონანსი
10.08.2020

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ჯანმო არ ფლობს მინიშნებებს იმის თაობაზე, რომ კორონავირუსით გამოწვეული დაავადება სეზონურია.

„ყოველ დღე ახალ რაღაცას ვიგებთ ამ ვირუსზე. ვირუსი არსად გამქრალა. არ არსებობს რამე მინიშნება, რაც ცხადყოფს, რომ ეს დაავადება სეზონურია. ვირუსი მიმოქცევას განაგრძობს და მოსახლეობის უმეტესობა რისკის ქვეშ არის. ამიტომაც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ინფიცირება და სიცოცხლეები გადავარჩინოთ“, - აღნიშნა კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა.

მარია ვან კერხოვემ ასევე მოუწოდა მოქალაქეებს მთავრობის რეკომენდაციები შეასრულონ და რისკების შესამცირებლად დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგან.

„თუ სახლში დარჩენას გთხოვენ - დარჩით, თუ პირბადის ტარებას გთხოვენ - ატარეთ. თუ ცუდად ვენტილირებადი შენობების თავიდან აცილება შეგიძლიათ, გააკეთეთ ეს. ამგვარად არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ რისკის ჯგუფში მყოფებსაც დაიცავთ“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×