რეზონანსი
10.08.2020

ხაშურში ბენზინის გადამზიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამასთან დაკავშირებით განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო, საპატრულო პოლიცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×