რეზონანსი
10.08.2020

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენის დღესვე გირჩის ლიდერს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ანგარიშები დაუყადაღა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამ გზით "ქართული ოცნება" მისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას ცდილობს.

"მე მაქვს რამდენიმე ჯარიმა მათ შორის 2000 და 3000 ლარიანი. არის ისეთი ჯარიმებიც, რომელიც დამაკისრეს ორი წლის წინ.

აქამდე სახელმწიფოს არ გახსენებია, რომ მოეკითხა ამ ჯარიმებისთვის და აღსრულება დაეწყო, ამიტომ გასაგებია, რომ ეს არ არის დამთხვევა.

ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ დღეს დილით განცხადება გავავრცელე და დავასახელე საკუთარი თავი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად. ასევე მაქვს შანსი, რომ ვიყო ერთიანი ოპოზიციური კანდიდატიც.

ამ ყველაფერს პირდაპირ ვუკავშირებ ამ ამბავს იმიტომ, რომ მეტი ფანტაზია ქართულ ოცნებას არ აქვს და პირველი რაც მოიფიქრეს არის ის, რომ ფინანსური პრობლემები შემიქმნან, ამიტომ ყადაღა დამადეს ყველა ანგარიშზე." - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (10.08.2020)
ჯარიმებს რომ გადახდა უნდოდა არ იცოდი? ისიც გასანთავისულებელია ვინც აქამდე არ დაგიყადაღა - შერჩევითი სამართალი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×