რეზონანსი
10.08.2020

„თუ მესტიაში კორონავირუსი თბილისიდან აიტანეს, მაშინ რატომ ვკეტავთ მესტიას და არა თბილისს?" - ასე ეხმაურება გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მესტიასა და უშგულში ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო დაწესებულ შეზღუდვებს.

ჯაფარიძის ამ კითხვას დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „დაიჯესტთან" უპასუხა:

„სადაც გავრცელდა ისაა სახიფათო, საიდან სად წავიდა ჯერ კვლევა მიდის", - განაცხადა ინაძემ.

მისივე თქმით, თბილისში გამოვლენილი 5 შემთხვევა მოსახლეობაზე გადათვლით იმაზე გაცილებით ცოტაა ვიდრე ლენჯერში გამოვლენილი 17 ახალი ფაქტი.

ცნობისთვის, დაბა მესტიაში, ლენჯერსა და მუშგულში შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კახელი   (10.08.2020)
ოხ ნეტავ ამ გამოგირჩებულ ჯაფარიძეს შეხვდეს ისეთი ვირუსი რომ ენა ისე გაუსივდეს ხმა ვერ ამოიღოს ეს საქართველოს კორონა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×