რეზონანსი
11.08.2020

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თოდუას კლინიკაში კორონავირუსი დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით კლინიკის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

„საზოგადოების ნაწილში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა კორონავირუსი. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

ამ ეტაპისთვის ჩვენს არც ერთ თანამშრომელს თუ ჩვენთან მოსულ პაციენტს COVID -19 არ დადასტურებია!

ჩვენთვის, ჩვენი პაციენტების და თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია!

სწორედ ამიტომ, ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან ვატარებთ საერთაშორისო რეკომენდაციებით მოწოდებულ უსაფრთხოების ღონისძიებებს. სამედიცინო პერსონალს მუდმივად უტარდება საკონტროლო ტესტირება, მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებს კი საჭიროებისამებრ შესაბამისი კვლევები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×