რეზონანსი
11.08.2020

მარიან ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოს მასშტაბით 8 კრიტიკული პაციენტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ბრიფინგზე განუცხადა.

„ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 194 პაციენტი მკურნალობს. აქედან 8 არის კრიტიკული და ეს პაციენტები შესაბამისი ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ, 14 გახლავთ მძიმე მიმდინარეობით, დანარჩენი პაციენტების უმეტესობა, დაახლოებით 80 პროცენტი, არიან საშუალო სიმძიმის", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 054-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×