რეზონანსი
11.08.2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.

როგორც ტაძრის სტიქაროსანი უჩა ქემაშვილი ამბობს, დილით ტაძარში მისულს ხატები დამტვრეული, ხოლო გარკვეული რაოდენობის თანხა წაღებული დახვდა.

„ფანჯარაა ჩამტვრეულია, საიდანაც მძარცველები შევიდნენ. მრევლის მიერ შემოწირული და ასევე, გაყიდული სანთლების თანხა წაღებულია. ხატებმა რა დაუშავეს არ ვიცი, დამტვრეული დიდი ნაწილი. პოლიცია ადგილზე უკვე მუშაობს",- ამბობს სტიქაროსანი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Jema   (11.08.2020)
Ra avadmyopi unda iyo..sityvebic ar myopnis riti shevamko es araadamianebi....


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×