რეზონანსი
11.08.2020

პროკურატურაში, დღეს 14:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ახალ დეტალებზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. ambebi.ge-ს ინფორმაციით, პროკურატურა უკვე ბრალდებულ 5 პირს, სავარაუდოდ, ბრალს დაუმძიმებს. მათ ბრალდებას განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატება. სანდო წყაროს ინფორმაციით, პროკურატურას უკვე აქვს სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც 10 კითხვაზე პასუხი გაცემულია და სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს ელოდებოდნენ სამართალდამცავები.

ცნობილია, რომ პროკურატურამ ამჯერად 14 კითხვა გაუგზავნა ექსპერტებს. ცნობილია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში 3 დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო. კახა ერისთავი, რომელიც ოჯახის თხოვნით თავიდანვე მონაწილეობდა ექსპერტიზაში, ასევე ჩაერთნენ: დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" ხელმძღვანელი, ალექსანდრე გეჯაძე და ასევე ნევროლოგი მანჯგალაძე. ექსპერტებმა დასკვნა უკვე დადეს და ძირითად 10 კითხვაზე პასუხი უკვე გასცეს. ექსპერტიზის დასკვნამ გაამყარა არსებული ვარაუდი და ის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება ამ საქმეში. სავარაუდოდ, ბრალი დაუმძიმდება "ტოიოტა ქამრის" იმ მგზავრებს, რომლებიც გაეკიდნენ გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს. ძველ ბრალდებასთან ერთად განზრახ მკვლელობისთვის ბრალი დაუმძიმდება ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვან ზ.ხ-ს, ა.ქ-ს და არჩილ გაგნიძეს. სავარაუდოდ, ამ მძიმე ბრალდებას გადაურჩება "ტოიოტას" მძღოლი, რადგან ცნობილია, რომ ის გაქცეულ ბიჭებს არ გაკიდებია და მანქანასთან დარჩა.

შეგახსენებთ, ამ საქმეზე 17 პირია პატიმრობაში. პირველ ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×