რეზონანსი
11.08.2020

შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, საქმის მასალების დეტალური შესწავლით, შემთხვევის ადგილზე დამატებითი გასვლის რეჟიმში ექსპერტთა კომისიის წევრები მივედით ერთობლივ გადაწყვეტილებამდე და აზრთა სხვადასხვაობას ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია - ცალსახად დადგინდა, რომ შაქარაშვილი ამ დაზიანებებს ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელი საექსპერტო ცენტრ „ვექტორის" დირექტორმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.

შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მაშინ ექსპერტიზას უნდა დაედგინა, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, რა დაზიანებები ჰქონდა გვამს და სიმთვრალე-სიფხლიზლის საკითხები. ამაზე ცალსახად გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მონაწილეობდა ჩვენი ცენტრის წარმომადგენელი კახა ერისთავი და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილია. ამ ეტაპზე დასრულდა შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული მეორე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ნაწილი, რამეთუ 14 შეკითხვიდან, რომელიც 14 ივლისის დადგენილებით გამოძიებამ დანიშნა სამხარაულის საექსპერტო დაწესებულებაში, ამ ეტაპზე პასუხი გაეცა მხოლოდ 8 შეკითხვაზე, რომლებიც ძირითადად ეხება დაზიანებების განვითარების შესაძლებელ ვარიანტებს. ამ ექსპერტიზაში მონაწილეობს ჩვენი ცენტრის 2 ექსპერტი - მე და კახა ერისთავი, და სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების ექსპერტთა კომისიის წევრები. რატომ გასაჯაროვდა შუალედური დასკვნა და პასუხგაუცემელი დარჩა იმ 14 შეკითხვის ნაწილი? გამოძიებამ წერილობით მოგვმართა და გვთხოვა, საზოგადოების მხრიდან არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე პასუხების გაცემა კითხვების ნაწილზე, თუკი ეს ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელი იყო. პასუხი გაეცა 8 შეკითხვას - შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, საქმის მასალების დეტალური შესწავლით, შემთხვევის ადგილზე დამატებითი გასვლის რეჟიმში ექსპერტთა კომისიის წევრები მივედით ერთობლივ გადაწყვეტილებამდე და აზრთა სხვადასხვაობას ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია. ცალსახად დადგინდა, რომ შაქარაშვილი ამ დაზიანებებს ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა. ამავდროულად, ცალსახად გამოირიცხა, რომ მას ბილიკზე დაგორებით მიეღო ეს დაზიანებები, რამეთუ მაშინ მას სხვა სახის დაზიანებები ექნებოდა. შესაბამისად, დასკვნაში აღვნიშნეთ, რომ ამ დაზიანებებს შაქარაშვილი მიიღებდა მკვრივი ბლაგვი საგნის საკმაო ძალის ზემოქმედების შედეგად. წელზე სიგრძივი ფორმის სისხლნაჟღენთი გვაძლევდა საშუალებას, მაღალი ალბათობით გვეთქვა, რომ ეს დაზიანება ხელკეტის მსგავსი საგნით იყო მიყენებული. ყველა დაზიანება სიცოცხლის დროინდელია. რაც შეეხება დარჩენილ კითხვებზე პასუხებს, ეს განპირობებულია კვლევებით, ვინაიდან მიმდინარეობს საქმის შესწავლა. ახლა გამოძიებას მიეცა შესაძლებლობა, უფრო ვიწრო მიმართულებით იმუშავოს", - განაცხადა გეჯაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×