რეზონანსი
11.08.2020

მესტიაში მოსახლეობის დამყოლობა ძალიან კარგია, მადლობა ადგილობრივ მოსახლოებას, რომელიც ანალიზების ჩატარებაში გვეხმარება, ვფიქრობთ, მალე შევძლებთ ვთქვათ, რა მასშტაბის გავრცელება გვაქს სვანეთში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „POSTV"-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ პირველი ტალღაც არ გვქონია. ის რაც იყო, თუ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შევადარებთ, ალბათ იმას პირველ ტალღასაც ვერ დავარქმევთ. დღევანდელ მდგომარეობას მეორეს დავარქმევთ, მეცხრეს თუ მეცამეტეს ამას მნიშვნელობა არ აქვს. აცივებამდე, შემოდგომის მეორე ნახევრამდე არ ველოდებით, რომ მნიშვნელოვანი მატება იქნება ქვეყანაში, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის უმრავლესობა გააგრძელებს წესების დაცვას", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×