
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს გამომძიებლები, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, პირველად კითხავენ.
თოფაძის ადვოკატმა, გიორგი ანთაძემ, გამოკითხვის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქმის მასალებს იცნობს, თუმცა, დეტალების გასაჯაროების უფლება არ აქვს.
ლევან თოფაძემ სამკურნალო დაწესებულება 7 აგვისტოს დატოვა და ბინაზე გაეწერა. ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა ფასდებოდა, როგორც სტაბილურად მძიმე, თუმცა მისი მკურნალი ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის კლინიკური მაჩვენებლები დასტაბილურდა.
თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიენიჭა.