რეზონანსი
12.08.2020

თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით ბიზნესების მფლობელებმა - იქნება ეს სასტუმროები თუ რესტორნები - ყველამ მაქსიმალურად დაიცვას წესები კლიენტებთან ურთიერთობაში და მათაც იგივე მოსთხოვოს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით ბიზნესების მფლობელებმა - იქნება ეს სასტუმროები თუ რესტორნები - ყველამ მაქსიმალურად დაიცვას წესები კლიენტებთან ურთიერთობაში და მათაც იგივე მოსთხოვოს. ამაზე იქნება დამოკიდებული ის, რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში. თუ გვინდა, რომ მშვიდობიანად გავიდეთ ფონს და აცივებამდე არ დაგვემუქროს ინფექციის ფართოდ გავრცელება, საჭირო იქნება თითოეული ჩვენგანის ფართო ჩართულობა. არაფერია მძიმე შესასრულებელი - დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში, სადაც დისტანციას ვერ ვიცავთ, ნიღაბი უნდა ვატაროთ და მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია", - განაცხადა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×