რეზონანსი
12.08.2020

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანია საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილი. მისივე ინფორმაციით, მათ შორის 300-ზე მეტი ადამიანი უშუალოდ სვანეთში გადის კარანტინს.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პროცესი მარტივი სამართავი არაა, თუმცა ამ ეტაპისთვის წარმატებით მიმდინარეობს.

„ჩატარდა მსხვილი სამუშაოები. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ 900-ზე მეტი ადამიანია სვანეთიდან გამოყვანილი და ისინი დაბინავებულები არიან საკარანტინე სივრცეებში. საკარანტინე სივრცეები მოეწყო სვანეთში, ადგილზე შევაფასეთ არსებული განთავსების ინფრასტრუქტურა. შევეცადეთ, რომ ეს დამსვენებლებისთვის კომფორტული პროცესი ყოფილიყო და დამსვენებლების ნაწილი, რომელებიც ისეთ სასტუმროებში ცხოვრობდნენ, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, საკარანტინე სივრცეებად გარდაიქმნა. დამსვენებლების ნაწილი სვანეთიდან გადმოვიყვანეთ ორგანიზებულად და ისინი გადანაწილდნენ სხვადასხვა არსებულ საკარანტინე სივრცეებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომელიც სვანეთში იმყოფება, ისარგებლონ ცხელი ხაზით -144, დარეკონ, აღირიცხონ და ჩვენგან შესაბამის ინფორმაციას მიიღებენ. თითოეული ადამიანი ,რომელმაც დარეკა ყველასთან კომუნიკაცია შედგა და დღეს, დღის ბოლომდე ყველა იქნება გადაყვანილი საკარანტინე სივრცეში",-განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ყაზბეგში საგანგაშო მდგომარეობა არ შეინიშნება და ჩაკეტვის საფუძველი არ არსებობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×