რეზონანსი
12.08.2020

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთით გაიზარდა. ინფექცია შუახნის ქალს დაუდასტურდა. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და საზღვრის კვეთის შემდეგ, საკარანტინო სივრცეში იყო მოთავსებული.

ინფიცირებული ბათუმის COVID ცენტრშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, აჭარაში ერთი პირი გამოჯანმრთელდა და ის უკვე გაწერეს რესპუბლიკური საავადმყოფოდან. ბათუმის COVID ცენტრში ამ ეტაპზე 17 პაციენტი რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
:(   (12.08.2020)
თუ საზღვრიდან პირდაპირ საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეთ, ნუ დააპანიკებთ აჭარაში დამსვენებლებს.დაინდეთ მშიერი ხალხი, ორი კაპიკი გააკეთონ.არ შეიძლება ასე.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×