რეზონანსი
12.08.2020

რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, სვანეთის რეგიონში კორონავირუსზე ტესტირების არეალი ფართოდ გაიშალა და რამდენიმე დღეში არსებული ვითარების სრული სურათი გახდება ცნობილი.

სოზარ სუბარი მოუწოდებს სვანეთის მოსახლეობას, ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომის ან ტემპერატურის შემთხვევაში, დარეკონ ცხელ ხაზზე ან მიმართონ ექიმს.

„დღეს ტესტირების არეალი ფართოდ გაიშალა, ერთი ჯგუფი წასულია უშგულში და ხეობის დასაწყისში. იდლიანში, ჭუბერში და ხაიშში მუშაობს კიდევ რამდენიმე ჯგუფი და ასე ნელ-ნელა დაიწყება ორივე მხრიდან ამ სოფლების სრულად მოცვა და რამდენიმე დღეში გვეცოდინება სრული სურათი. პარალელურად, იქ, სადაც უკვე ტესტირებები ჩატარდა და სადაც ტესტირებები ჯერ არ ჩატარებულა, პერმანენტული თერმოსკრინინგი იქნება. მოვუწოდებ ადამიანებს, რომ ყველამ, ვისაც აქვს სიცხე ან რაიმე სიმპტომი მაინც, მიაკითხონ ექიმებს, დარეკონ ცხელ ხაზზე იმიტომ, რომ ერთმა უყურადღებობამ გამოიწვია ის, რომ 30 ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია, როგორც დაინფიცირებული", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (12.08.2020)
შენი ბასიაკი დადასაც შევეცი


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×