რეზონანსი
12.08.2020

სომხეთში კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით, 11 სექტემბრამდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ უნდა გავახანგრძლივოთ და ვიმედოვნებთ, ბოლოჯერ", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

ქვეყნის იუსტიციის მინისტრის, რუსტამ ბადასიანის თქმით კი, სომხეთი უცხო სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნის, თუმცა მათ 2-კვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. თუმცა, ამ პერიოდში კორონავირუსზე ტესტის გავლის შესაძლებლობა ექნებათ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თვითიზოლაციის რეჟიმი მოეხსნებათ.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 40 794 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 806 ადამიანი დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×