რეზონანსი
12.08.2020

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ მკვლელობას, გიორგი შაქარაშვილის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ხუხაშვილის აზრით, საქმე სრულად გახსნილად ჯერჯერობით ვერ ჩაითვლება. მისივე ვარაუდით, შაქარაშვილის საქმეში დანაშაულის დაფარვის მცდელობა აშკარად ჩანდა, მათ შორის სისტემის მხრიდან.

„შაქარაშვილის ტრაგედიის ტიპის საქმეები სამი კომპონენტისგან შედგება - დანაშაულის დაკვეთა, შესრულება და დაფარვა. გირგვლიანის საქმეში ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ შემსრულებლებს დროებით გადაუგდებდა საზოგადოებას და ამით გადააგორებდა თემას. დამკვეთი და დამფარავი კი მშრალად გამოძვრებოდა.

როგორც ისტორიამ აჩვენა, ეს ასე არ მოხდა.

არც ახლა მოხდება ასე.

1. იმის ილუზია არავის აქვს, რომ კუნთმაგარი და ჭკუათხელი ბიჭები თვითონ შეიკრიბენ. მათ ვიღაც მათთვის ავტორიტეტული უწევდა კოორდინაციას. ამ პერსონის დადგენა არ უნდა იყოს ძნელი, თუ ამის ნება არსებობს.

2. პირველ ეტაპზე აშკარად ჩანდა დანაშაულის დაფარვის მცდელობა, მათ შორის სისტემის მხრიდან, თუნდაც ეს ქვედა დონეზე ყოფილიყო. რომ არა საზოგადოების და მედიის აქტიურობა, შეიძლებოდა ეს გამოსვლოდათ კიდეც.

ამ ორი კომპონენტის სათანადოდ გამოძიების გარეშე, საქმე ვერ ჩაითვლება სრულად გახსნილად, შესაბამისი განვითარებით.

პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ეს კარგია. ახლა მეორე და მესამე უნდა გადაიდგას,"- წერს ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×