რეზონანსი
12.08.2020

ყაზბეგში სიტუაცია მართვადია, იქ 7 შემთხვევა სასაზღვრო პატრულზე დაფიქსირდა, საიდანაც 3 ადამიანი ადგილობრივი, სხვადასხვა სოფლის მცხოვრებელია, ამიტომაც გუშინ იქ წავიდა ხათუნა ზახაშვილი თავისი ჯგუფით და ადგილზე სიტუაცია კონტროლდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.

„სტეფანწმინდაში დაიწყო თერმოსკრინინგი და ასევე გაფართოებული ტესტირება. ნუ ვიჩქარებთ, დავაკვირდეთ მოვლენებს, ეს სიტუაცია საყურადღებოა, მაგრამ საგანგაშო არა. რადგან სადაც კი ტურიზმი გაიხსნა იქ ნავარაუდები იყო რომ ინფიცირებულების მატება იქნებოდა. ჯერჯერობით სიტუაცია მართვადია", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×