რეზონანსი
13.08.2020

ექსპერტი გია ხუხაშვილი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმართვას აქვეყნებს:

"შაქარაშვილის ტრაგედიის ტიპის საქმეები სამი კომპონენტისგან შედგება - დანაშაულის დაკვეთა, შესრულება და დაფარვა.

გირგვლიანის საქმეში ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ შემსრულებლებს დროებით გადაუგდებდა საზოგადოებას და ამით გადააგორებდა თემას. დამკვეთი და დამფარავი კი მშრალად გამოძვრებოდა.

როგორც ისტორიამ აჩვენა, ეს ასე არ მოხდა.

არც ახლა მოხდება ასე.

1. იმის ილუზია არავის აქვს, რომ კუნთმაგარი და ჭკუათხელი ბიჭები თვითონ შეიკრიბენ. მათ ვიღაც მათთვის

ავტორიტეტული უწევდა კოორდინაციას. ამ პერსონის დადგენა არ უნდა იყოს ძნელი, თუ ამის ნება არსებობს.

2. პირველ ეტაპზე აშკარად ჩანდა დანაშაულის დაფარვის მცდელობა, მათ შორის სისტემის მხრიდან, თუნდაც ეს ქვედა დონეზე ყოფილიყო. რომ არა საზოგადოების და მედიის აქტიურობა, შეიძლებოდა ეს გამოსვლოდათ კიდეც.

ამ ორი კომპონენტის სათანადოდ გამოძიების გარეშე, საქმე ვერ ჩაითვლება სრულად გახსნილად, შესაბამისი განვითარებით.

პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ეს კარგია. ახლა მეორე და მესამე უნდა გადაიდგას", - წერს გია ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ასეა ეს   (13.08.2020)
ძალოვანებია თუ რაც ქვია, ეს თოფიანი ხალხი რომ ნორმალურად არაფერს არ იძიებენ ეგ ხომ ყოველთვის იყო და იქნება

***   (13.08.2020)
ვერ ისვენებს, სეირის ყურებით ვერ გაძღა, ახლა სეირისთვის შემოაგდო კიდევ ვერსია, არ ასვენებს ეშმაკი და არც ჩვენ გვასვენებენ ეს უწმინდურები.

კახელი   (13.08.2020)
ეს კაცი რა ყველაფრის მცოდნეა და ყველა სფეროს ექსპერტი.ამას თავის თავი მართლა ექსპერტი ხომ არ ჰგონია მოდი რა ჩუმათ იყავი, ეხლა აბუნტება უნდა ხალხის. დაასვენეთ ის ანგელოზივით ბავშვი საფლავში.ქულების დაჭერის .იზნით ყველაფერს კადრულობთ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×