რეზონანსი
13.08.2020

ჩვენი ახალგაზრდები პატარაობიდანვე აგრესიის გარემოცვაში იზრდებიან, - ამის შესახებ განცხადებას საბალეტო სტუდიის ხელმძღვანელი მაკა მახარაძე­ - მედეა ჩახავასა და კოტე მახარაძის ქალიშვილი აკეთებს, რითაც ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებს ეხმაურება.

მისივე თქმით, მსგავსიშემთხვევები მის ბავშვობშიც ხდებოდა, თუმცა აგრესია ახლა უფრო გაძლიერდა.

"წამით დავფიქრდეთ: ჩვენი ახალგაზრდები პატარაობიდანვე აგრესიის გარემოცვაში იზრდებიან. ტელევიზორისა და კომპიუტერის ეკრანიდან პირდაპირ ასწავლიან, ადამიანი როგორ უნდა მოკლა, სცემო, დაასახიჩრო. კომპიუტერის წინააღმდეგი როდი ვარ, მეც აქტიური მომხმარებელი ვარ, მაგრამ ხომ უნდა დავფიქრდეთ, რას უყურებენ და რას სწავლობენ იქიდან ბავშვები?­ ოჯახებშიც არ არის სიმშვიდე: გაუთავებელი კამათი, ჭიდაობა, დაპირისპირება, უპატიებლობა. ჩვენი უბედურება ის არის, რომ ყველაფერს რაც არ მოგვწონს, სხვას ვაბრალებთ.

ვინმეს ხომ უნდა დაჰბრალდეს, რომ ერთმანეთს არ ვინდობთ და ყველა მხრიდან ნეგატივი მოდის? - ახლა ყველაფერს ივანიშვილს ვაბრალებთ, ადრე მიშას ბრალი იყო, უფრო ადრე - შევარდნაძის, უფრო ადრე კი - ზვიად გამსახურდიასი.­ შეცდომა რომ მოგივა, ხომ უნდა დაფიქრდე? "ფეისბუკია" და, ერთმანეთს ვჭამთ, ქუჩაა და, ერთმანეთს ვჭამთ, მეზობელი მეზობელს ერჩის, თანამშრომელი - თანამშრომელს და ვერ ვხვდებით, რომ ყველაფრის გამოსწორება ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" მაკა მახარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ივანე   (13.08.2020)
გადასარევი ანალიზია და სწორი აღწერა მდგომარეობის :)))))) ..... სკოლაში არ ასწავლო, პროფესიული სწავლება არ მისცე,უმაღლესში ასწავლო ჭ კლასის დონეზე. მოიპარო ხაზინის ფულები, შენმა ახლობლებმა მილიონრბი იშოვონ და რა ბრალია შევარდნაძის მიშასი და ივანიშვილის :)))) უტვინო,ბრიყვი გაუნათლებელი და გამოსირებული ხალხი რომ ცხოვრობს საქართველოში მაგის ბრალია .... სხვა არაფრის..... ასეთი მართვრლები რომ ჰყავს...... უარესი დაგდმართდბათ თქვთ უტვინო ხალხო :) ქართველებს რომ ეძახით თქვენ თავს...... ბოლო ქართველი ქაქუცა იყო დანარჩენები არ ხართ ქართველები.....ნუ იბრალებთ ქართველობას. ნახირი ხართ უბრალოდ და ეგა.....


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×