რეზონანსი
13.08.2020

ბაგა-ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება, - ამის შესახებ ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება.

ამასთან, გვანცელაძე აცხადებს, რომ საჯარო ბაგა-ბაღებში უსაფრთხოების ნორმები სრულად დაცულია.

რაც შეეხება კონკრეტულ მითითებებსა და რეგულაციებს, სააგენტოში განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან და შრომის ინსპექციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონკრეტული გაიდლაინები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

"მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 14 სექტემბერს ვგეგმავთ სასწავლო წლის დაწყებას. ვფიქრობთ, რომ ახალ სასწავლო წელს შევხვდებით უსაფრთხოების სრული დაცვით",- აღნიშნა გვანცელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×