რეზონანსი
13.08.2020

გიორგი შაქარაშვილის მეგობრის რიგით მეხუთე ჩვენება და კიდევ ერთხელ შეცვლილი ვერსია, პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, გური ამირხანაშვილი ამბობს, რომ „ტოიტა ქამრიში“ იძულებით ჩასვეს.

„ამირხანაშვილი ამბობს, რომ იძულებით ჩასვეს მანქანაში... პროკურატურა არაფერს მალავს. ყველა ეს მასალა და მტკიცებულება ადვოკატებს გადაეცათ. თუმცა უშუალოდ ტელევიზიების საშუალებით და სხვა მასმედიის საშუალებით. ყველა ის მასალა, რომელიც საქმეში არის მოთავსებული და აქამდე საჯაროდ ვრცელდებოდა, ასაჯაროებდნენ ადვოკატები თუ ჟურნალისტები. ეს პროცესი ხელს უშლის გამოძიებას.

შესაბამისად, ის მოწმეები რომლებიც მოდიოდნენ დასაკითხად, იცოდნენ რა გარემოებების ირგვლივ იკითხებოდნენ, წინასწარ ემზადებოდნენ ამ ყველაფრისთვის და შესაბამისად, ეს გარემოებები მნიშვნელოვნად უშლიდა ხელს გამოძიებას. აქიდან გამომდინარე, კონკრეტულად მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გახდა, რომ შეზღუდულიყო ინფორმაცია“, - ამბობს დავით ყაზარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×