რეზონანსი
13.08.2020

მცხეთის სამედიცინო ცენტრში დღის მეორე ნახევარში ყაზბეგიდან კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი შეიყვანეს. როგორც კლინიკიდან საქართველოს პირველ არხს აცნობეს, ოთხივე ერთი ოჯახის წევრია და ისინი თბილისიდან დასასვენებლად იყვნენ ჩასულები. ინფიცირების წყაროები ზუსტდება.

მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით კი, ნიმუშების ნაწილზე პასუხებს ელოდებიან და შესაძლოა. ე.წ. ყაზბეგის კლასტერი გაიზარდოს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებითაც, ტესტის პასუხების ანალიზი ახლა მიმდინარეობს და დაზუსტებული მონაცემები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×