რეზონანსი
13.08.2020

დამოუკიდებელი ექსპერტი, გალინა კარმუშინა, ნიკა გვარამიასთან საუბრისას ამბობს, რომ შაქარაშვილი წყალში ორჯერ იმყოფებოდა. მისი თქმით, გარდაცვლილი ფეხბურთელი პირველად გონზე იყო, როდესაც მდინარეში აღმოჩნდა, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„მე ვერ ვიტყვი ვინ ჩაიდინა დანაშაული ექსპერტიზიდან გამომდინარე, თუმცა საქმის დასკვნები საუბრობს მხოლოდ საქმის გარემოებაზე. ის პრაქტიკულად 2 ჯერ მოხვდა წყალში...  ერთი, როდესაც გონზე იყო, ხოლო მეორედ, როდესაც მიიტანეს და აქ დადეს...“ - ამბობს კარმუშინა.

ცნობისთვის, 2020 წლის 11 აგვისტოს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ბრალდება წარედგინა 5 პირს, რის თაობაზეც ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×