რეზონანსი
14.08.2020

თვითმხილველების ინფორმაციით, დიდუბეში აფეთქება ერთ-ერთ საწყობში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა.

როგორც თვითხილველები აცხადებენ, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი ის მამაკაცია, რომელმაც დილით საწყობის კარი გახსნა.

კიდევ ერთი დაშავებული კი, აღნიშნული საწყობის გვერდით მდებარე საცხობის თანამშრომელი ქალია.

ორივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მათ საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღეს.

ადგილზე შსს-სა და „თბილისი ენერჯის" წარმომადგენლები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×