რეზონანსი
14.08.2020

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და მოსაყდრე შიოს უშუალო ჩარევით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში მცხოვრებ ფუტკარაძეების ოჯახს სოციალური სამსახურის მიერ ჩამორთმეული ბავშები დაუბრუნეს.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, „პატრიარქი პირადად იყო ინფორმირებული ამ პრობლემის შესახებ, მან დაავალა მეუფე შიოს საკითხში გარკვევა, რომელსაც ჰქონდა კომუნიკაცია სოციალურ სამსახურთან და ბავშვები უკვე საკუთარ მშობლებთან იმყოფებიან".

სოციალურ სამსახურში ბავშვთა უგულებელყოფისა და მძიმე პირობების შესახებ საუბრობენ, რამაც ოჯახიდან მათი გაყვანა აუცილებელი გახადა. აღმოჩნდა, რომ ფუტკარაძეების ოჯახი 2009 წლიდან ჩართულია რეინტეგრაციის პროგრამაში, მათ სახელმწიფოსგან ეძლეოდათ ყოველთვიური დახმარება. გარდა ამისა, ყოველ ახალდაბადებულ ბავშვზე სახელმწიფოს მხრიდან ხდებოდა კვებითი ვაუჩერით უზრუნველყოფა 1 წლის განმავლობაში.

უფრო მეტიც, ვინაიდან ოჯახს არ ჰქონდა სტაბილური თავშესაფარი მათ ბათუმის მერიამ ქალაქის ცენტრში გადასცა 120 კვ.მ ფართის საცხოვრებელი, 72 ათასი ლარი კი რემონტისთვის ჩაურიცხა. მიუხედავად ამისა, მშობლებმა ეს სახლი გაყიდეს და საცხოვრებლად ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხინვალში გადავიდნენ. ამ ლოკაციაზე, არაერთი შემოწმების შედეგად გამოვლინდა ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები. უგულებელყოფა, მოუვლელობა - ასეთი სურათი დახვდათ სოციალურ აგენტებს ოჯახში, რის შემდეგაც მათ ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×