რეზონანსი
14.08.2020

 „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერითა და უშუალო სპონსორობით, ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები, ქობულეთში, საზაფხულო ტურნეს ფარგლებში, საოჯახო ტიპის სასტუმროში ისვენებენ. 

მე-12 სკოლა-პანსიონის დირექტორი ჯამბულ ყიფშიძე აღნიშნავს, რომ წლებია ეს ტრადიცია უწყვეტად გრძელდება და უკვე მეცხრე წელია, რაც პანსიონის ბავშვებს, „ჯორჯიან მანგანეზის“ დახმარებით, ზღვის სანაპიროზე დასვენების შესაძლებლობა აქვთ. 

„ამ ეტაპზე საზაფხულო ბანაკში 21 ბავშვი და 6 ხელმძღვანელი ვართ. ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის და გავრცელებული კორონავირუსის გამო აღსაზრდელები ერთმანეთს ძალიან მონატრებულები იყვნენ, ამ ორ კვირიანმა დასვენებამ და ერთად ყოფნამ სოციალური ურთიერთობა თანდათან აღადგინა. ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ორი კვირა და ქობულეთში დასვენება მათთვის არის „პატარა სამოთხე“ დედამიწაზე. 

მთელი კოლექტივის სახელით ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ჯორჯიან მანგანეზს“ და მის სპეციალურ მმართველს ნიკოლოზ ჩიქოვანს. ამ კომპანიას გამოკვეთილი როლი აქვს სკოლა-პანსიონის ცხოვრებაში - ეს არ არის მხოლოდ ტრადიცია და უბრალოდ თანამშრომლობა, ეს არის სპონსორობა და ლობირება. მთელი წლის განმავლობაში, ყველა საერო თუ რელგიურ დღესასწაულზე მოდიან ჩვენთან კომპანიის წარმომადგენლები და ყურადღებით, საჩუქრებითა და სხვადასხვა გასართობი პროგრამებით ანებივრებენ ჩვენს ბავშვებს. ასევე, ივნისში გვქონდა გამწვანების აქცია ჩვენი პანსიონის ეზოში, რომელიც როგორც ვიცი შემოდგომითაც იგეგმება. 

„ჯორჯიან მანგანეზს“ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვების თვალსაწიერის გაფართოვებასა და ზოგადად, სკოლა-პანსიონის წინსვლა-განვითარებაში“,- აღნიშნა სკოლა-პანსიონის დირექტორმა ჯამბულ ყიფშიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხეების დარგვის აქცია განახორციელა და მოსწავლეებთან ერთად, მე-12 სკოლა-პანსიონის ეზოში იშვიათი ჯიშის ხეები, ოქროსფერი ტუიები დარგო. 

„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ ეკოლოგიური, სოციალური და საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელება პრიორიტეტული მიმართულებებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×