რეზონანსი
14.08.2020

11 აგვისტოს ბათუმში, "ორბი თაუერსის" ერთ-ერთი კომპლექსის მეოცე სართულიდან 25 წლის ლაშა კუხიანიძე გადმოვარდა. ლაშამ 8 აგვისტოს იქორწინა. ბობოყვათში ხელი მარიამ ჩხარტიშვილთან მოაწერა. წყვილს, "ორბი თაუერსის" მეოცე სართულზე, აპარტამენტი, ოთხი დღით ჰქონდა დაქირავებული.

ახალგაზრდა მსახიობის გარდაცვალების გამო ბათუმის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

"ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის 2019 წლის კურსდამთავრებული ლაშა კუხიანიძე.

ახალგაზრდა, ნიჭიერი მსახიობი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მონაწილეობდა ბათუმის დრამატული თეატრის სპექტაკლებში, ახლაც მიმდინარეობდა ინტენსიური რეპეტიციები მისი მონაწილეობით, რომლის პრემიერა მალევე უნდა გამართულიყო. გადაღებულია სატელევიზიო სერიალებსა და ფილმებში.

ბათუმის დრამატული თეატრის თითოეული წევრი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას და უსამძიმრებს ლაშა კუხიანიძის ოჯახს, კოლეგებსა და მეგობრებს. უფალმა ნათელში დაამკვიდროს მისი სული.

დაკრძალვა 16 აგვისტოს | მის. იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი | ქ. ქუთაისი(ბალახვანი) | გამოსვენება 15სთ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×