რეზონანსი
14.08.2020

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გაყინული საკვები პროდუქტით კორონავირუსული ინფექციის გადაცემის ალბათობა არ არსებობს.

როგორც მან განაცხადა, ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს და თუ ვითარება შეიცვალა, საქართველოსაც შესაბამისი რეაგირება ექნება.

„ჩვენს ინტერესს წარმოადგენს ყველაფერი, რაც ვირუსის გადაცემის გზას უკავშირდება. დღემდე ჩვენი ცოდნა ემყარება იმ მტკიცებულებებსა და რეკომენდაციებს, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ მიმართულებით იძლევა. ჩვენ ამაზე ინდივიდუალური კონსულტაციებიც გვქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და პასუხი არის ცალსახად უარყოფითი. ინფექციის გადაცემის ამგვარი გზა, გაყინული საკვები პროდუქტით, ან ნებისმიერი სახის საკვები პროდუქტით არ არსებობს. თუ შეიცვალა ეს მტკიცებულება, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისი რეაგირებაც გვექნება",-განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, გუშინ, ჩინეთის ქალაქ შენჯენის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინული ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×