რეზონანსი
14.08.2020

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განსაკუთრებული სიტუაციების პროგრამების დირექტორი მაიკლ რაიანი კორონავირუსის გავრცელების შესაძლო ახალ კერებს ასახელებს.

ის მიუთითებს, რომ ბევრ სკოლაში არ არის ჰიგიენის დაცვის, ელემენტარულად, ხელის დაბანის საშუალება. მისი თქმით, გასულ წესლ მსოფლიოს სკოლების 43%-ში ასეთი ვითარება იყო.

„სკოლა შესაძლოა კორონავირუსის ახალი აფეთქების კერა გახდეს“ – განაცხადა რაიანმა.

ამასთან მან მსოფლიოს შეახსენა, რომ ადამიანების უდიდესი ნაწილი ისევ მოწყვლადი რჩება ახალი ვირუსის მიმართ და ამიტომ აუცილებელი და სავალდებულოა დახურულ დაწესებულებებში პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×