რეზონანსი
15.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უკვე მესამედ, ორშაბათს შეხვდება.

როგორც პროგრამისტის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა აღნიშნა, ოჯახი გენერალურ პროკურორს ნდობას უცხადებს. მისივე თქმით, ამერიკის ფედერალური ბიურო საქმეში ნაწილობრივ უკვე ჩართულია.

"გუშინ, ბატონმა ირაკლი შოთაძემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ საქმეში ნაწილობრივ ჩართულია ამერიკის ფედერალური ბიურო. წაშლილი ინფორმაცია სოციალური ქსელებიდან ნაწილობრივ აღდგენილია. სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ინფორმაციაზეა საუბარი. FBI ჩაერთვება ექსპერტიზის მიმართულებით. საქმემ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია, ამ კაცმა [ირაკლი შოთაძე] გულთან ახლოს მიიტანა და ვენდობით მას. შეხვედრები პერიოდულად იქნება", - განაცხადა ბაჩალიაშვილმა.

კითხვაზე - ჩამოაშორეს თუ არა პროკურორი მარიამ გოგორელიანი საქმეს, ის ამბობს, რომ ჩამოაშორეს.

"ეგეთმა ადამიანმა, როგორ უნდა იმუშავოს მაგ სისტემაში?! საზოგადოებას როგორ უნდა დახვდეს?! ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ დადგინდეს სიმართლე, რატომ მოკლეს ჩემი შვილი", - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×